ნათია თურნავა - პრემიერ-მინისტრი ბიზნესის ფართო ჩართულობით, რამდენიმე სათათბირო ორგანოს ქმნის

პრემიერ-მინისტრი ბიზნესის ფართო ჩართულობით, რამდენიმე სათათბირო ორგანოს ქმნის , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს გაცხადებული აქვს სურვილი 10 - წლიანი განვითარების გეგმა შეიქმნას, რაც ბიზნესს მეტ კომფორტსა და სტაბილურობის განცდას შეუქმნის.

"ჩვენი მისწრაფება არის, მაქსიმალურად ბიზნესის წარმომადგენლები ჩაერთონ მდგრადი და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შემანარჩუნებელი ღონისძიებების შემუშავებაში. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესის ფართო ჩართულობით რამდენიმე სათათბირო ორგანოს ქმნის",- განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მაკროეკონომიკური მიმართულებით მუშაობენ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მაკროეკონომიკურ საკითხებსა და პანდემიის პერიოდში ბიზნესისთვის შექმნილ გამოწვევებზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა