ანზორ ერქომაიშვილს 3 აპრილს დაკრძალავენ

ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებელს, ანზორ ერქომაიშვილს 3 აპრილს დაკრძალავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანსამბლ „რუსთავიდან“ აცნობეს, დაკრძალვასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია 1-ელ აპრილს გახდება ცნობილი.

მათივე ინფორმაციით, ანზორ ერქომაიშვილს ხვალ საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს კურთხევით ბინიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები 1-ელ და 2 აპრილს 15:00 საათიდან გაიმართება.

ცნობისთვის, ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებელი ანზორ ერქომაიშვილი 31 მარტს გარდაიცვალა. ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა