მამუკა ხაზარაძე - ადამიანი, რომელსაც პუტინი აჯილდოვებს, ჩამოსულია - ეს მოცემულობა დაუშვა "ქართულმა ოცნებამ"

მამუკა ხაზარაძე ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის ფაქტს და მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმიანება.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ადამიანი რომელსაც პუტინი აჯილდოვებს ჩამოსულია საქართველოში და ეს მოცემულობა "ოცნებამ" დაუშვა.

„გავრილოვი სხვა კი არაფერი არ იყო... პოზნერი, რომელიც გეუბნება, რომ აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველო, ადამიანი, რომელსაც პუტინი აჯილდოვებს, ჩამოსულია...ეს არის სახელმწიფო?!

ეს აღრევა უნდა გამოვაცალკევოთ. სად არის სახელმწიფო ინტერესი. ვინ არის მტერი, ვინ არის მოყვარე.

ეს რაც ხდება, არის ყოვლად მიუღებელი და ეს მოცემულობა დაუშვა "ქართულმა ოცნებამ", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. მისი განცხადებით, ის ქვეყანაში დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფება. აღნიშნულს პროტესტი მოჰყვა, აქციის მონაწილეები ითხოვენ, პოზნერმა საქართველო დატოვოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა