საფრანგეთში მესამე საყოველთაო კარანტინის ფარგლებში სკოლები იხურება

საფრანგეთში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით, საყოველთაო კარანტინი მესამედ გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყანაში მომავალი კვირიდან, სულ მცირე 3 კვირის განმავლობაში, სკოლები დაიხურება და სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავა.

ამასთან, დაიხურება ყველა არააუცილებელი მაღაზია, მოქალაქეებს კი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საკუთარი სახლებიდან 10 კილომეტრზე მეტი რადიუსით გადაადგილება აეკრძალებათ.

„ლოქდაუნის“ დროს ძალაში დარჩება „კომენდანტის საათი“, რომელიც ყოველდღე, 19:00 საათიდან მოქმედებს და მოქალაქეებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებენ.

მაკრონმა ქვეყანაში არსებულ ვითარებას "დელიკატური" უწოდა და აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აპრილის თვე გადამწყვეტია. ”ჩვენ კონტროლს დავკარგავთ, თუ ახლა არ ვიმოქმედებთ,“- აღნიშნა პრეზიდენტმა და მოქალაქეებს სოციალური კონტაქტების შეზღუდვისკენ მოუწოდა.

საფრანგეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 59 038 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4.6 მილიონამდე გაიზარდა. ქვეყენაში ვირუსს დღემდე 95 495 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო:საფრანგეთში მესამე საყოველთაო კარანტინის ფარგლებში სკოლები იხურება

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა