იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მედიკოსებისთვის სავალდებულო ხდება

იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანდაცვის სექტორის ყველა თანამშრომელმა უნდა გაიკეთოს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის მთავრობამ განაცხადა.

განკარგულებაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის კაბინეტმა დაამტკიცა, ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მუშაკები, მათ შორის ფარმაცევტები, "ვალდებულებია არიან, ვაქცინაცია ჩაიტარონ". მათ, ვინც უარს იტყვიან, შესაძლოა, მუშაობის უფლება წლის ბოლომდე ანაზღაურების გადახდის გარეშე შეუჩერონ.

”ამ ნაბიჯის მიზანია, სამედიცინო პერსონალი დაინფიცირებისგან მაქსიმალური დაცული იყოს”, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

იტალიაში, გასული წლის დეკემბრის ბოლოდან, ვაქცინის 10 მილიონი დოზაა გამოყენებული. ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 60 მილიონიანი ადამიანი ცხოვრობს, სრულად ვაქცინირებული ამ დრომდე 3.1 მილიონი მოქალაქეა.

გასული თვის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებმა მოიმატა და მთავრობამ შეზღუდვები გაამკაცრა.

შეზღუდვების დაწესება ქვეყნის 20 რეგიონში ოთხსაფეხურიანი, ფერადი კოდირებული სისტემის მიხედვით (თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი) ხდება და ინფიცირების ადგილობრივ მაჩვენებელს ემყარება.

მთავრობის გუშინდელ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ 30 აპრილამდე ყველა რეგიონი წითელ ან ნარინჯისფერ ზონად ჩაითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ დახურული დარჩება რესტორნები, ბარები და სპორტდარბაზები. რეგიონებს შორის მიმოსვლა კი შეიზღუდება.

იხილეთ ვიდეო:იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მედიკოსებისთვის სავალდებულო ხდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო