Facebook-მა დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ვიდეო წაშალა

Facebook-მა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ვიდეო წაშალა, რომელიც სოციალურ ქსელში მისმა რძალმა ლარა ტრამპმა განათავსა.

BBC-ის ინფორმაციით, ლარა ტრამპმა, რომელიც CNN-ის თანამშრომელია, დონალდ ტრამპთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და შემდეგ Facebook-ზე ატვირთა.

რამდენიმე წუთში სოციალურმა პლატფორმამ ვიდეო წაშალა. მათი თქმით, დონალდ ტრამპი და მასთან დაკავშირებული ვიდეოები სოციალური ქსელიდან წაიშლება. გასულ თვეში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის.

მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ტრამპი სოციალურ ქსელებში ორ-სამ თვეში დაბრუნდება, თუმცა თავისი ახალი პლატფორმით, რომელიც თამაშის წესებს შეცვლის და ათობით მილიონ ადამიანს მიიზიდავს. პრეზიდენტობის დროს დონალდ ტრამპი Twitter-ს აქტიურად იყენებდა, თუმცა სოციალურმა ქსელმა ტრამპის განცხადებები დეზინფორმაციად ჩათვალა და ანგარიში წაუშალა.

ტრამპის ანგარიში ასევე გააუქმა Facebook-მა და YouTube-მა.

იხილეთ ვიდეო:Facebook-მა დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ვიდეო წაშალა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა