ჯო ბაიდენმა 2 ტრილიონიანი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო გეგმა წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ინფრასტრუქტურის საინვესტიციო გეგმა წარადგინა, რომლის მოცულობა 2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პრეზიდენტის მიერ ინიცირებული გეგმა ითვალისწინებს გზების, მაგისტრალების, ხიდების, პორტების მშენებლობასა და აღდგენას, კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლასა და სოციალური მომსახურების გაუმჯობესებას.

გეგმა 8-წლიანია და ითვალისწინებს მილიარდობით აშშ დოლარის გამოყოფას მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაფართოების, წყლის მილების შეცვლის, სუფთა სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის და ახალ, უფრო სუფთა ენერგიის წყაროებზე გადასვლის მიზნით. ის ასევე მოხმარდება მოხუცთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესებას, სკოლების მოდერნიზებას.

ბაიდენის თქმით, დაფინანსების პაკეტი ქვეყანაში მილიონობით სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს. ბაიდენის გეგმა, სხვა ინიციატივებთან ერთად, გადასახადის განაკვეთს 21% -დან 28% -მდე გაზრდას და საგადასახადო კოდის შეცვლას ითვალისწინებს, რისი მიზანიც, იმ ხარვეზების აღმოფხვრაა, რაც კომპანიებს მოგების საზღვარგარეთ გადატანის საშუალებას აძლევს. პრეზიდენტის მიერ ინიცირებული გეგმა კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.

იხილეთ ვიდეო:ჯო ბაიდენმა 2 ტრილიონიანი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო გეგმა წარადგინა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს