კალიფორნიაში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ორინჯში მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ორი კი - დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

KNBC-TV-ის ცნობით, სროლა ბიზნეს ცენტრში მოხდა და დაღუპულებს შორის ბავშვიცაა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია თავად ეჭვმიტანილიც, რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს.

აღნიშნული შემთხვევა აშშ-ში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომხდარი მესამე მასობრივი სროლაა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.

16 მარტს შეიარაღებულმა პირმა ატლანტაში, სამ სპა ცენტრში 8 ადამიანი მოკლა. 22 მარტს კი შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი კოლორადოს ერთ-ერთ სუპერმარკეტში გახსნა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო