ნინო წილოსანი - ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან პარლამენტში არშემოსვლით, რუსეთის საქმის კეთებით

ძალიან არასერიოზულია მხოლოდ ვიდეო კადრებით აკეთო განცხადებები, მე არ მაქვს ინფორმაცია, დროის რა მონაკვეთში იყვნენ ისინი გადაადგილების პროცესში,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ჟურნალისტებთან, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს.

წილოსანის თქმით, ისინი იმყოფებოდნენ სასტუმროში და „პრინციპში, სასტუმროში ტურისტების ყოფნა არ არის აკრძალული," თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ შრომის ინსპექციამ თავშეყრისთვის ობიექტი დააჯარიმა, რადგან 9 საათის შემდგომ აკრძალულია ასეთი თავშეყრები.

„მთავარია ქვეყანა იყოს ეკონომიკურად ძლიერი და რაც მთავარია, პოლიტიკური სტაბილურობა გვქონდეს, ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან პარლამენტში არშემოსვლით, რუსეთის საქმის კეთებით.

სამწუხაროდ, დეტალურად არ ვიცი, რამდენად ჰქონდათ მათ საშვები, საერთოდ ჰქონდათ თუ არა, დროის რა მონაკვეთში გადაადგილდებოდნენ, ძალიან არასერიოზულია მხოლოდ ვიდეო კადრებით აკეთო განცხადებები, მე არ მაქვს ინფორმაცია დროის რა მონაკვეთში იყვნენ ისინი გადაადგილების პროცესში, აქედან გამომდინარე, ამაზე დეტალურ ინფორმაცოას აღმასრულებელი ხელისუფლება მოგცემთ და ალბათ, იქნება დასაბუთება,"- აცხადებს წილოსანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა