მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი კოვიდ 19-ის ვაქცინის მწარმოებლებს განვითარებად ქვეყნებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ფარმაცევტულმა კომპანიებმა, რომლებიც კოვიდ 19-ის ვაქცინებს აწარმოებენ, მთელი მსოფლიოსთვის საკმარისი ვაქცინები უნდა შექმნან, ან მათი ტექნოლოგია განვითარებად ქვეყნებს გაუზიარონ, - ამის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნგოზი ოკონჯო-ივეალამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუღებელია, რომ ღარიბი ქვეყნები ვაქცინების მიღების რიგში ყველაზე ბოლოს იყვნენ.

ნგოზი ოკონჯო-ივეალამ ხაზი გაუსვა კომპანია „ასტრაზენეკასა“ და ინდოეთის Serum Institute-ს შორის თანამშრომლობას, რის შედეგადაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის წარმოება ინდოეთში ხდება. მისი განცხადებით, „ასტრაზენეკას“ Novovax-მა J&J-მა და ვაქცინების სხვა მწარმოებლებმაც უნდა მიბაძონ. „ნებაყოფლობითმა ლიცენზირებამ შეიძლება უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს”, - აღნიშნა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

იხილეთ ვიდეო:მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი კოვიდ 19-ის ვაქცინის მწარმოებლებს განვითარებად ქვეყნებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს