იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძეს რატი ბრეგაძე შეცვლის

იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძეს რატი ბრეგაძე შეცვლის. მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრი პრემიერმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

ბრეგაძე დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, გოჩა ლორთქიფანიძე მიემგზავრება ჰააგაში, გუშინ მისი ბოლო სამუშაო დღე იყო.

"მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო მას და წარმატება ვუსურვო.

რაც შეეხებათ ჩვენი მთავრობის ახალ წევრებს, ბატონი რატი ბრეგაძე დაინიშნა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე. რატი არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იგი სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2012 წლიდან რატი პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. ასევე, მინდა ვთქვა, რომ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე, სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ასევე დაისპორასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის და ბოლოს უკვე, თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. რატი ასევე იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. მინდა მას წარმატება ვუსურვო“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

იხილეთ ვიდეო:იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძეს რატი ბრეგაძე შეცვლის

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი