Bloomberg - აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 150 მილიონზე მეტი დოზა გაკეთდა, მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას საშუალოდ კიდევ 4 თვე დასჭირდება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 141 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 590 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, ამ დროისთვის ვაქცინაცია პლანეტის მოსახლეობის 3.9%-ს ჩაუტარდა. ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 15.3 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ვაქცინების ყველაზე მეტი - 150 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. გამოცემის მიხედვით, ერთ დღეში აშშ-ში საშუალოდ ვაქცინაცია 2.8 მილიონ ადამიანს უტარდება. მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას საშუალოდ კიდევ 4 თვე დასჭირდება.

ამასთან, ჩინეთში ვაქცინაცია 116 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ევროკავშირში 72 მილიონს, ინდოეთში კი 64 მილიონი ადამიანი აიცრა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 52.8%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 16.4%-მა მიიღო. ისრაელსა და აშშ-ს ჩილე და მაროკო მოჰყვებიან.

იხილეთ ვიდეო:Bloomberg- აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 150 მილიონზე მეტი დოზა გაკეთდა, მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას საშუალოდ კიდევ 4 თვე დასჭირდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო