გია ვოლსკი - ოპოზიციასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადების შინაარსი ზუსტად აღწერს ვითარებას, საქმე გვაქვს ძალასთან, რომელიც ყველაფერს აკეთებს დესტაბილიზაციისთვის

ოპოზიციასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადების შინაარსი ზუსტად აღწერს ვითარებას, რაც გვაქვს - საქმე გვაქვს ძალასთან, რომელიც ყველაფერს აკეთებს დესტაბილიზაციისთვის, - ეს განცხადება დღეს პარლამენტში პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

"ევროკავშირის სახელით კონკრეტული ადამიანი ჩამოვიდა, კონკრეტული მესიჯები ჩამოიტანა, მაგიდაზე მოგვარების გზები დადო და მიუღებელია ყველა ოპოზიციონერისთვის. ეს არის ძალა, რომელიც ცდილობს როგორმე დესტაბილიზაცია მოახდინოს. ეს ეხება არა მხოლოდ მოლაპარაკებებს, არამედ ნებისმიერ ისეთ საკითხებს როგორიცაა მაგალითად, პანდემია. იგივეს ეცადნენ C-ჰეპატიტის და ფაროსანას საკითხებზე. ყველა თემას იყენებენ იმისთვის, რომ საქართველო ტურბულენტურ ზონაში დარჩეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციასთან მოლაპარაკებების საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. მან ოპოზიციის პოზიციას ახირება უწოდა და განაცხადა, რომ მთავრობას არ აქვს დრო არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგოს. „უფლებას ვიტოვებთ, ოპოზიციის ახირებაზე დრო არ დავკარგოთ - ჩვენ არ გვაქვს ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგი დრო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა