სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - საჭიროა სწრაფი და ქმედითი საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მიმართულებით

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეფასებით, საჭიროა სწრაფი და ქმედითი საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა, უპირველეს ყოვლისა, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მიმართულებით.

მათი განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უნდა აღიჭურვოს ისეთი ქმედითი მექანიზმებით, რომლებიც შეამცირებს სხვა უწყებათა გადაწყვეტილებებზე მის დამოკიდებულებას და უფრო ეფექტიანს გახდის მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს.

„ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა სამსახურს პრაქტიკული დამოუკიდებლობის საკმარის გარანტიებს ვერ უქმნის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ქმედითი საკანონმდებლო ბერკეტების გარეშე იძიებს დანაშაულებს, რომლებსაც უდიდესი საკანონმდებლო და ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ჩადიან. საჭიროა სწრაფი და ქმედითი საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა, უპირველეს ყოვლისა, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მიმართულებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უნდა აღიჭურვოს ისეთი ქმედითი მექანიზმებით, რომლებიც შეამცირებს სხვა უწყებათა გადაწყვეტილებებზე მის დამოკიდებულებას და უფრო ეფექტიანს გახდის მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს. მაგალითად, სასამართლოსთვის შუამდგომლობით დამოუკიდებლად მიმართვის უფლება, პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებლად შესვლა, შესაძლო დანაშაულების შესახებ ინფორმაციის დროულად მოწოდების საკანონმდებლო ვალდებულება, სამსახურის მიერ გაგზავნილი წერილების განხილვისთვის შემჭიდროებული ვადის დადგენა “,-აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, მათი განმარტებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი სახელმწიფოს მოუწოდებს, გააგრძელოს აუცილებელი ზომების მიღება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობის გასაზრდელად.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, საქართველოში სამართალდამცავთა არასათანადო მოპყრობის გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე წლების განმავლობაში საუბრობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

„2020 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე გადაწყვეტილება მიიღო. კომიტეტი მიესალმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისთვის გატარებულ ღონისძიებებს და სახელმწიფოს მოუწოდა, გააგრძელოს საკანონმდებლო თუ სხვა აუცილებელი ზომების მიღება სამსახურის შემდგომი დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად. საქართველოში სამართალდამცავთა არასათანადო მოპყრობის გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე წლების განმავლობაში საუბრობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები, მათ შორის: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ყოფილი კომისარი თომას ჰამარბერგი, ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტი და ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კონსულტანტი მეგი ნიკოლსონი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა