რუსეთის დუმის სპიკერი - პოზნერთან დაკავშირებული ინციდენტი აჩვენებს, რომ საქართველო ღრმა კრიზისშია და რამდენად სახიფათოა რუსი მოქალაქეებისთვის იქ ყოფნა

ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებული ინციდენტი აჩვენებს, რომ საქართველოს საშინაო პოლიტიკას ღრმა რადიკალიზმი განსაზღვრავს და რუსეთის მოქალაქეების იქ ყოფნა უსაფრთხო არაა, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

მისი თქმით, პოზნერის გარშემო განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ საქართველო ღრმა კრიზისშია.

მისივეგანცხადებით, ანალოგიური მოხდა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიმართაც. „ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოს ანგრევს და ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად სახიფათოა რუსი მოქალაქეებისთვის იქ ყოფნა,“- განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო