ირაკლი კობახიძის განმარტებით, „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებებს დაემატა მუხლი, რომელიც ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დროს დაყენებული წინადადებაა

“საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტს დაემატა მუხლი, რომელიც როგორც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დროს დაყენებული წინადადებაა.

“როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით პოლიტიკური დიალოგი გაიმართა. დიალოგის ფარგლებში დაყენებული იყო წინადადება, რაც ჩვენ გავიზიარეთ. საუბარია იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც შესაბამისი პროცედურა გადაისინჯება, ერთი კვირით გაიხსნება ვაკანსიების მიღების შესაძლებლობა დამატებითი კანდიდატებისათვის. ჩვენი სურვილია, რომ ეს პუნქტი კანონპროექტში აისახოს“, - განაცხადა კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის წესში ცვლილებები ხორციელდება, პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს