ჰანს კლუგე - ევროპაში ვაქცინაციის ტემპი დაუშვებლად ნელია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე აცხადებს, რომ ევროპაში ვაქცინაციის ტემპი დაუშვებლად ნელია და ამან, ახალი ვარიანტების გავრცელების ფონზე, შესაძლოა, პანდემიის გახანგრძლივება გამოიწვიოს.

„ვაქცინის ერთი დოზა რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტს აქვს მიღებული, სრულად ვაქცინირებული კი მხოლოდ 4 პროცენტია. ვაქცინების გამოყენების ტემპი დაუშვებლად ნელია. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ პროცესი წარმოების დაჩქარებით, ვაქცინების განაწილების ბარიერების შემცირებით და საწყობში არსებული თითოეული ფლაკონის გამოყენებით”, - აღნიშნა კლუგემ.

მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„იმის გამო, რომ ვარიანტები ვრცელდება, საავადმყოფოებზე დატვირთვა მატულობს და რელიგიური დღესასწაულები მობილობის ზრდას იწვევს, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია,“- განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

იხილეთ ვიდეო:ჰანს კლუგე - ევროპაში ვაქცინაციის ტემპი დაუშვებლად ნელია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა