აზერბაიჯანმა კორონავირუსის ჩინური ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა მიიღო

აზერბაიჯანმა კორონავირუსის ჩინური ვაქცინის, CoronaVac-ის, 500 ათასი დოზა მიიღო, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვიქტორ გასიმოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინები ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ჩაიტანეს.

„ვაქცინა აზერბაიჯანში 10 დღის წინ ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაქცინის 5 მილიონი დოზის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ჩამოვიდა,“- აღნიშნა გასიმოვმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანში ვაქცინაციის პროცესი ჩინური კომპანია Sinovac-ის ვაქცინით, CoronaVac-ით, 18 იანვრიდან დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი.

იხილეთ ვიდეო:აზერბაიჯანმა კორონავირუსის ჩინური ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა მიიღო

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა