სიმონეთში სასროლეთს მუხრან შუკვანის სახელი მიენიჭა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ბრძანებით, სიმონეთში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე სასროლეთს ავღანეთში საერთაშორისო მისიის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის მუხრან შუკვანის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დღესვე, მუხრან შუკვანის სახელობის მემორიალი საზეიმოდ გაიხსნა.

„საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა, ასევე დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიებას მუხრან შუკვანის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები დაესწრნენ.

უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი მე-3 ქვეით ბრიგადაში 2005 წლიდან მსახურობდა. 2010 წელს 5 სექტემბერს ჰელმანდის პროვინციაში 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. მუხრან შუკვანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს