სენაკის სამხედრო ბაზაზე თავდაცვის ძალების სარდლობების იუბილე აღინიშნა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების დაარსებიდან 5 წელი გავიდა. იუბილესთან დაკავშირებით სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, მისმა მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა და დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და სარდლობების დღე მიულოცა.

როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ბრძანებით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. მათ ასევე უწყებრივი მედლები, სამახსოვრო დაფა და საპატიო სიგელები გადაეცათ.

2016 წლის 1 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით სახმელეთო ძალების სარდლობა დასავლეთის და აღმოსავლეთის სარდლობებად ჩამოყალიბდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი