გრიგორი კარასინი პოზნერთან დაკავშირებულ ინციდენტზე - ქართველი რადიკალების ქმედებები შესაძლოა, მიზანმიმართული ანტირუსული პროვოკაცია იყოს

ქართველი რადიკალების ქმედებები ტელეწამყვან ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით შესაძლოა, მიზანმიმართული ანტირუსული პროვოკაცია იყოს, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების ხელის შეშლისკენაა მიმართული, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

„ამ სამარცხვინო სიტუაციამ გამოააშკარავა სასტიკი დაპირისპირება სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქართველ რადიკალებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, - აღნიშნა კარასინმა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარი შეაფასა და რადიკალებს დეგრადირებული ჯგუფი უწოდა.

„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე შეაფასა მომხდარი. ამ შეფასებაში რადიკალები მოხსენიებული არიან როგორც დეგრადირებული ჯგუფი, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი შეუძლებელია“, - განაცხადა კარასინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო