ხატია დეკანოიძე პოზნერზე - გავრილოვის შემდეგ ჭკუა ვერ ისწავლეს - პუტინის „პროქსების“ საქართველოს ტერიტორიაზე დაშვება არ შეიძლება, რადგან ეს ქვეყნის ინტერესების მორღვევას უწყობს ხელს

ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათ მიერ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილების იძულება ჩვენი პოლიტიკოსების და აქტივისტების მიერ - როგორც ჩანს, გავრილოვის შემდეგ ვერ ისწავლეს ჭკუა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა, რითაც რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, არ შეიძლება იმ ადამიანების საქართველოს ტერიტორიაზე დაშვება, რომლებიც ხელს უწყობენ სახელმწიფოს ინტერესების მორღვევას და არაღიარების პოლიტიკას.

“აქ არის სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ ის ადამიანები, ვინც პროპაგანდას, პუტინის პროქსებს წარმოადგენენ, არ შეიძლება მათი საქართველოს ტერიტორიაზე დაშვება, რადგან ეს ხელს უწყობს ჩვენი ინტერესების მორღვევას და არ აღიარების პოლიტიკას. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია საქართველოს პოლიცია. მე მესმის, რომ პრობლემები ადრეც იყო მაგრამ ახლა, რაც ხდება ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს - ოკუპანტის დაცვა, გავრილოვის დაცვა, თვალების დათხრა ადამიანებისთვის. ამ ყველაფრით ჩვენ პუტინს და კრემლს ვუმდიდრებთ ნიადაგს, რომ აწარმოონ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ჰიბრიდული ომი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათ მიერ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილების იძულება ჩვენი პოლიტიკოსების და აქტივისტების მიერ. გავრილოვის შემდეგ ვერ ისწავლეს ჭკუა, როგორც ჩანს”, - განაცხადა დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა