აფრიკაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდა, რომელიც 40-მდე მუტაციის მატარებელია

აფრიკაში კორონავირუსის SARS-CoV-2 ახალი ვარიანტი გამოვლინდა, რომელიც 40-მდე მუტაციის მატარებელია. ამის შესახებ აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯონ ნკენგასონგმა იოჰანესბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ვარიანტი პირველად ტანზანიის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც ანგოლაში ჩავიდა.

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესწავლა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ-ერთ ლაბორატორიაში მიმდინარეობს, მაგრამ უკვე იძლევა შეშფოთების საფუძველს, ვინაიდან, არ არსებობს მონაცემები მის წინააღმდეგ უკვე შემუშავებული ვაქცინების ეფექტურობის შესახებ.

მანვე აღნიშნა, რომ ტანზანია, საიდანაც დაიწყო ამ ახალი ვარიანტის გავრცელება, გასული წლის შუა პერიოდიდან არ წარადგენს მონაცემებს კოვიდ-19-ით დაავადებულთა შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა