ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები - საქმე ეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მომავალს

მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების საქართველოს პარლამენტში მიღება მოითხოვს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ODIHR– ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულების საჭიროებას. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ევროპარლამენტარები საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის შესახებ აქვეყნებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს რეფორმები მთავარია ნდობის აღსადგენად.

„ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან იქნას აცილებული როგორც მომავალი არჩევნებისა და სასამართლო სისტემისთვის შემდგომი ზიანის მიყენება, ასევე მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის არასაჭირო დახურვა.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. საქმე ეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მომავალს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს მაღალი რანგის 7 ევროპარლამენტარი: ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი და ლიეტუველი დეპუტატი ევროპარლამენტის წევრი პეტრას აუშტრევიჩიუსი.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს