გივი მიქანაძე - პოზნერი ჩამოვიდა ჩვეულებრივ ტურისტად და მან რეგულაციები დაარღვია - შსს-ს მხრიდან მყისიერად გატარდა ადეკვატური ზომები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, თანმხლებ პირებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, როგორც ტურისტი, დაარღვია კოვიდრეგულაციები და ამის გამო დაჯარიმდა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განმარტა, ჟურნალისტის ვიზიტით კანონი არ დარღვეულა და მესაზღვრეებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, რომ ის და მასთან მყოფი პირები არ შემოეშვათ.

“ეს ადამიანი ყველა იმ მოთხოვნის დაცვით შემოვიდა, რომელიც სასაზღვრო კვეთასთან არის დაკავშირებული. მოგეხსენებათ, რომ ის შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის პასპორტით, მას და მის სტუმრებს ჰქონდათ კოვიდრეგულაციების კუთხით ყველანაირი პირობა დაცული და შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ ქართული კანონმდებლობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონკრეტული პირების ვიზიტებთან დაკავშირებით არეგულირებს, უარის საფუძველს იმასთან მიმართებაში, რომ არ მოხდეს ასეთი ადამიანების შემოშვება, ეს გადამოწმებული იქნა და მათ ეს კანონი არ ჰქონდათ დარღვეული. შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ ეს კონკრეტული პირები გაებრუნებინათ მესაზღვრეებს, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. მეორე და უმთავრესია, რომ მიუღებელია ნებისმიერი ადამიანის განცხადება თუნდაც ის მცირედით მაინც აყენებდეს ეჭვქვეშ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე, რა თქმა უნდა, ამას შეშფოთებით აღიქვამს და მინდა გითხრათ პირდაპირ, რომ ჩვენი გუნდისთვის მისი მსგავსი განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელია და ეს პოზიციები, რა თქმა უნდა, გამიჯნულია. მაგრამ ის ადამიანი ჩამოვიდა გარკვეულ პირებთან ერთად ვისთან სურდა, რომ საქართველოში ყოფილიყო, ის ჩამოვიდა ჩვეულებრივ ტურისტად და ამ ვიზიტის დროს მან რეგულაციები დაარღვია ისევე, როგორც მისმა თანმხლებმა პირებმა და მისმა მიმღებმა კონკრეტულმა დაწესებულებამ, რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან და კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მყისიერად გატარდა ადეკვატური ზომები ისვე, როგორც შრომის ინსპექციის მხრიდან და მოხდა მათი დაჯარიმება”, - განაცხადა მიქანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა