გერმანიის პრეზიდენტი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

მედიის ინფორმაციით, 65 წლის პრეზიდენტმა ვაქცინის პირველი დოზა ბერლინის სამხედრო საავადმყოფოში მიიღო.

„მე ვენდობი გერმანიაში დამტკიცებულ ვაქცინებს. ვაქცინაცია პანდემიის დასამარცხებლად ბრძოლის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯია. გამოიყენეთ მოცემული შესაძლებლობა,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ ოთხშაბათს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ექსპერტებმა, რომლებიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და თრომბის წარმოქმნის შემთხვევებს შორის კავშირს იკვლევენ, რისკის კონკრეტული ფაქტორები ვერ აღმოაჩნეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა