თურქეთი საკუთარი ვაქცინის გამოყენების დაწყებას ზაფხულის ბოლოსთვის გეგმავს

თურქეთი ადგილობრივი წარმოების ვაქცინის გამოყენების დაწყებას ზაფხულის ბოლოსთვის გეგმავს, - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

„მჯერა, რომ ჩვენი პირველი ვაქცინა მზად და წარმატებული იქნება აგვისტოსთვის, სექტემბრამდე, ზაფხულის ბოლომდე”, - აღნიშნა კოჩამ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სიაში ამჟამად 18 თურქული კანდიდატი ვაქცინაა წარმოდგენილი.

რაც შეეხება თურქეთში მიმდინარე ვაქცინაციის კამპანიას, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანამ 45 დღეში დაახლოებით 1.1 მილიონი ჯანდაცვის მუშაკის ვაქცინაცია განახორციელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა