ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ, განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, კერძოდ, ყურადღება გამახვილდა სამართალდაცვით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და საზღვრისპირა სფეროებში თანამშრომლობის ინტენსიურ გაგრძელებაზე.

მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს ვახტანგ გომელაურმა მხარეთა შორის შეხვედრების გამართვის დინამიურობის აუცილებლობასა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი კომისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა