ნინო წილოსანი - ინდივიდუალური კოლეგების განცხადებები ჩვენს მიმართ ძალიან არასამართლიანია - გარწმუნებთ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენი მხრიდან პროაქტიური ნაბიჯები იქნება გადადგმული

გარწმუნებთ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში ჩვენი მხრიდან პროაქტიური ნაბიჯები იქნება გადადგმული - ინდივიდუალური კოლეგების მიერ გაჟღერებული განცხადებები ჩვენს მიმართ ძალიან არასამართლიანია, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს.

„ადვილი დასანახია, მოლაპარაკების ჩაშლის პასუხისმგებლობა ვის აწევს. ერთ მხარეს ვიდექით ჩვენ და მეორე მხარეს ოპოზიცია, რომელსაც შეთანხმება არ სურდა. რაც შეეხება პლებისციტს, მასზე დათანხმება გარწმუნებთ, რომ ჭირვეული ბავშვის ფეხის ბაკუნზე თანხმობაა, რადგან ამას არანაკლებ დესტრუქციული ნაბიჯები მოყვება.

პარტნიორები, მათ შორის ამ განცხადების ავტორები ძალიან კარგად ხედავენ, რომ ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას რომ ვიაზრებთ, ამიტომაა, რომ მუდმივად მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, მეტ დათმობაზე მივდივართ. სრულიად ვიზიარებ ამ აჟიტირებას, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი დასავლელ პარტნიორებთან პირდაპირაა დაკავშირებული! გარწმუნებთ, რომ მომავალში ჩვენი მხრიდან გადადგმული იქნება პროაქტიური ნაბიჯები, თუნდაც უახლოესი დღეების განმავლობაში, როდესაც დაინახავთ, რომ ჩვენ ნამდვილად გავაკეთებთ ყველაფერს შეთანხმების მისაღწევად.

ჩვენ ამ განცხადებებს თვალყურს მუდმივ რეჟიმში ვადევნებთ, თუმცა რიგ შემთხვევებში ინდივიდუალური კოლეგების მიერ გაჟღერებული განცხადებები ჩვენს მიმართ ძალიან არასამართლიანია, მაგრამ ამის მიუხედავად ამ ყველაფერს პატივს ვცემთ“, - განაცხადა წილოსანმა.

იხილეთ ვიდეო

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა