ტაივანში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა

ტაივანში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევის შედეგად 66 ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ მატარებელი, რომელიც დედაქალაქ ტაიბეიდან ტაიტუნგისკენ მიემგზავრებოდა, სატვირთო ავტომობილთან შეჯახების შემდეგ ლიანდაგებიდან გადავიდა.

ტაივანის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მატარებელში 490 ადამიანი იმყოფებოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს