შშმ პირთა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებულ კონფერენციაში  მონაწილეობას მიიღებს

შშმ პირთა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სიმონ პეტრიდისი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის ორგანიზატორი გაერო-ს გლობალური კომუნიკაციების დეპარტამენტი და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

სიმონ პეტრიდისის თქმით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები, რომელთა მიზანი აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დასაქმებაა.

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაინტერესებულია საქართველოში შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობით და შესაბამის ორგანიზაციებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. კონფერენციის ძირითადი თემებია კოვიდპანდემიის მიერ გამოვლენილი უთანასწორობები. კოვიდპანდემიისას მუშაობის ახალმა გზებმა, მათ შორის დისტანციურმა მუშაობამ და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებამ, აუტიზმის სპექტრის თანამშრომლებს ახალი შესაძლებლობები შეუქმნა, რომელიც ტრადიციულ სამუშაო გარემოში არ ვითარდებოდა, სწორედ ამ გამოცდილების გაზიარება და მისი იმპლემენტაციის ხელშეწყობა მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომელზეც პრეზიდენტის მრჩეველი ყურადღებას გაამახვილებს“,-აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა