სტამბოლში თურქმა სამართალდამცავებმა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავეს

სტამბოლში თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონტრტერორისტულმა სამსახურმა დაადგინა, რომ ეჭვმიტანილები კონფლიქტის ზონებში მყოფ ტერორისტებს თანხებს ურიცხავდნენ.

სპეცოპერაცია სტამბოლის 8 უბანში 12 სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. სამართალდამცველებმა 12 ეჭვმიტანილი დააკავეს და ციფრული და ორგანიზაციული დოკუმენტები ამოიღეს.

ცნობისათვის, თურქეთმა დაეში/ ისლამური სახელმწიფო ტერორისტულ დაჯგუფებად 2013 წელს აღიარა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა