„შეცვალეს" წევრის ინფორმაციით, „ქართული ოცნების" ოფისთან 11 პირი დააკავეს

„შეცვალეს" წევრის დეა სამადბეგიშვილის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების" ოფისთან 11 პირი დააკავეს. როგორც სამადბეგიშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის წევრს, გია ვოლსკის აქტივისტებმა „მონა" ეძახეს.

მათივე ინფორმაციით, ვოლსკიმ აქტივისტების მისამართით უხერხული ჟესტი გამოიყენა.

„მივედით, რათა გაგვეპროტესტებინა პრორუსული „ოცნების" მმართველობა. სიმბოლურად. გავშალეთ აქ მავთულხლართები ოფისის პარკინგის ზონაში.

დაკავებულია „შეცვალეს“ 11 წევრი. ადგილი ჰქონდა ჩვენსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებასაც. მანქანებში ტენიდნენ ხალხს და ძალიან ცუდად მოგვექცნენ. „მონა", „მონას" ვეძახდით ვოლსკის და ამის მერე ჩაყარეს ხალხი მანქანებში და წაიყვანეს",- განაცხადა დეა სამადბეგიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ცნობისთვის, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობისა და პოლიტსაბჭოს სხდომები უნდა გაიმართოს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა