თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძმე საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო მრავალმხრივი და ინტენსიური გახდება.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ფრანგულ მხარეს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის, საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების პროცესში საფრანგეთის წვლილზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების კუთხით, სამთო მიმართულებით თანამშრომლობაზე, ასევე, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი დაესწრო“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია