მარია ზახაროვა - გრიბოედოვის ძეგლის შეურაცხყოფა და პოზნერის წინააღმდეგ პროვოკაცია არის ექსტრემისტული ძალების მცდელობა, გაართულონ რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზება

მოსკოვი თვლის, რომ თბილისში გრიბოედოვის ძეგლის შეურაცხყოფა და ცნობილი რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაცია ერთი ჯაჭვის რგოლებს წარმოადგენს, - რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა.

მისი თქმით, ამ ქმედებების მიზანია რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესისთვის ზიანის მიყენება.

„ჩვენ ამ ქმედებებში ვხედავთ საქართველოში არსებული ექსტრემისტული ძალების მცდელობას, რომ გაართულონ რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი”, - განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, ვანდალიზმის გამართლება არანაირი მოტივით არ შეიძლება.

„ცივილიზებულ საზოგადოებაში ასეთი ქმედება იწვევს შეცბუნებასა და დაგმობას. ამგვარი მოქმედებები კიდევ უფრო მიუღებელია იმ შემთხვევაში, თუ მხედველობაში მივიღებთ თავად გრიბოედოვის პიროვნულ მნიშვნელობას როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ისტორიაში”, – განაცხადა ზახაროვამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა