ვახტანგ მეგრელიშვილი - ბატონი თალაკვაძე უტრიალდებოდა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, ქაღალდს უშვერდა - თქვენ თუ მოაწერთ ხელს, მეც ვაწერო

ბატონი თალაკვაძე უტრიალდებოდა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, ქაღალდს უშვერდა - თქვენ თუ მოაწერთ ხელს, მეც ვაწერო, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე ულტიმატუმებით იყო მისული.

„იქ ხომ იყო გადაბრალების თამაში, ანუ ვის დაბრალდებოდა. ყველა პოლიტიკოსის თავში ეს ტრიალებდა, აქედან რომ გავალთ და იკითხავენ, ვინ არის ამაში დამნაშავე, რა უნდა ეპასუხათ. ჩემი აზრით, ამ ყველაფერში დამნაშავე ორივე მხარე იყო, რადგან ორივე მხარეს შეეძლო სურვილის შემთხვევაში, შეთანხმება შემდგარიყო. ორივე მხარე იყო ულტიმატუმით მოსული. არცერთ საკითხთან მიმართებაში ოპოზიციას არასდროს ჰქონია კომპრომისი, გარდა პლებისციტს რომ ეძახდნენ. მეტი კომპრომისი არ ყოფილა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ