აშშ-ის კაპიტოლიუმის კომპლექსზე განხორციელებულ თავდასხმას  სამართალდამცავის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ის კაპიტოლიუმის კომპლექსზე ავტომობილით განხორციელებულ თავდასხმას სამართალდამცავის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეჯახების შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. ლურჯმა სედანმა უსაფრთხოების ბარიერი გაარღვია და ორ პოლიციელს შეეჯახა, რის შემდეგაც დანით შეიარაღებული მძღოლი ავტომობილიდან გადმოვიდა და პოლიციელებისკენ გაემართა. სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

დაღუპული პოლიციელი, უილიამ ევანსი კაპიტოლიუმის პოლიციაში 18 წლის განმავლობაში მსახურობდა.

თავდასხმას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ძალადობრივი თავდასხმის შესახებ ინფორმაციით გულგატეხილია.“ მან დაღუპული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თეთრ სახლზე დროშების დაშვების განკარგულება გასცა.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ის კაპიტოლიუმის კომპლექსზე განხორციელებულ თავდასხმას სამართალდამცავის სიცოცხლე ემსხვერპლა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა