აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი - სრულად ვაქცინირებულ პირებს ქვეყნის შიგნით უსაფრთხოდ მოგზაურობა შეუძლიათ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის მოგზაურობასთან დაკავშირებული მითითება განაახლა. კერძოდ, ცენტრის მითითებით, სრულად ვაქცინირებული პირები ქვეყნის შიგნით მოგზაურობას კორონავირუსის ტესტის ჩატარებისა და კარანტინის გავლის გარეშე შეძლებენ.

ამასთან, ცენტრის რეკომენდაციით, მოგზაურობის დროს აუცილებელია გარკვეული სიფრთხილის ზომების დაცვა, როგორიცაა პირბადის ტარება და ხალხმრავალ ადგილებში დისტანციის შენარჩუნება. ცენტრის განმარტებით, ადამიანი სრულად ვაქცინირებულად ითვლება, როცა მას ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული აქვს. აღნიშნული რეკომენდაციების მიუხედავად, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი როშელ ვალენსკი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არააუცილებელი მგზავრობისგან თავი შეიკავონ.

”მიუხედავად იმისა, რომ მიგვაჩნია, რომ სრულად ვაქცინირებული ადამიანები მოგზაურობისას ნაკლები რისკის ქვეშ იმყოფებიან, შემთხვევების ზრდის გამო დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ამ დროისთვის მოგზაურობას არ გირჩევთ,” - განაცხადა ვალენსკიმ.

გამოცემა Bloomberg-ის მონაცემებით, ამ დროისთვის აშშ-ში ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 17.5 %-ს აქვს გაკეთებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა