უკრაინამ დონბასში სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა

უკრაინამ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზების გაზრდისა და დონბასში უსაფრთხოების სიტუაციის გამწვავების გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა.

"ჩვენ პარტნიორებს - გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს ვაცნობეთ დონბასში უსაფრთხოების სიტუაციის გამწვავებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზების გაძლიერების შესახებ. ჩვენ ვაფასებთ მათ მხარდაჭერას და დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი მოქმედება და რუსეთზე ზეწოლის განხორციელება შეაჩერებს სამხედრო დაძაბულობას", - ნათქვამია გაეროში უკრაინის მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზებას თანდათან ზრდის, რაც ქვეყნის თავდაცვით უსაფრთხოებას ემუქრება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დონბასში სიტუაციის ესკალაციის გამო შეშფოთება გამოხატა და მას "ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური" ესკალაცია უწოდა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და მის უკრაინელ კოლეგა ანდრი ტარანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის გამწვავების შემთხვევაში შეერთებული შტატები უკრაინას მარტო არ დატოვებს. გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს ვლადიმერ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორისაც. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის მხრიდან დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე.

იხილეთ ვიდეო:უკრაინამ დონბასში სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით