საფრანგეთის რეანიმაციულ განყოფილებებში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

საფრანგეთში, გასული დღის განმავლობაში, რეანიმაციულ განყოფილებებში კიდევ 145 ადამიანი მოათავსეს, რაც, ბოლო 5 თვის განმავლობაში დაფიქსირებული რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთის რეანიმაციულ განყოფილებებში ამჟამად, საერთო ჯამში, 5 254 პაციენტი მკურნალობს.

ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ რეანიმაციულ განყოფილებებში საწოლების რაოდენობა 7 000-დან 10 000-მდე გაიზრდება. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 46 677 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4.74-მდე გაიზარდა.

ამასთან, ვირუსს კიდევ 332 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 96 280-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, მომავალი კვირიდან საფრანგეთში მესამე „ლოქდაუნი“ ამოქმედდება, რომლის ფარგლებში, სულ მცირე 3 კვირის განმავლობაში, სკოლები დაიხურება და სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავა. ამასთან, იხურება ყველა არააუცილებელი მაღაზია, მოქალაქეებს კი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საკუთარი სახლებიდან 10 კილომეტრზე მეტი რადიუსით გადაადგილება აეკრძალებათ. „ლოქდაუნის“ დროს ძალაში დარჩება „კომენდანტის საათი“, რომელიც ყოველდღე, 19:00 საათიდან მოქმედებს და მოქალაქეებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებენ.

იხილეთ ვიდეო:საფრანგეთის რეანიმაციულ განყოფილებებში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა