უკრაინული მედია - რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21-ჯერ დაარღვიეს, დაშავებულია 2 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი

გასული დღის განმავლობაში, 2 აპრილს, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21-ჯერ დაარღვიეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის განცხადებაშია აღნიშნული.

”ბოლო 24 საათის განმავლობაში, 2 აპრილს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 21 დარღვევა დაფიქსირდა, აქედან 20 უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციების დაბომბვა, ერთი კი - ქალაქ კრასნოგოროვკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა იყო,“- აცხადებენ უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბში.

მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ორი უკრაინელი ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი დაშავდნენ.

იხილეთ ვიდეო:უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, 2 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21-ჯერ დაირღვა

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით