იტალიაში 3-დღიანი მკაცრი „ლოქდაუნი“ ამოქმედდა, რომის პაპი სააღდგომო მიმართვას წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე წარმოსთქვამს

იტალიაში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის პრევენციის მიზნით, 3-დღიანი მკაცრი „ლოქდაუნი“ ამოქმედდა. იტალიის ყველა რეგიონი „წითელ ზონად“ გამოცხადდა, აიკრძალა არააუცილებელი გადაადგილება, დაიხურა ყველა არააუცილებელი მაღაზია, კაფეებსა და რესტორნებს მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობის უფლება აქვთ, ოჯახებში სტუმრების დასაშვები რაოდენობა კი ორამდე შეიზღუდა.

აღსანიშნავია, რომ ეკლესიები ღია რჩება, თუმცა მრევლს მოუწოდებენ, ღვთისმსახურებას საკუთარ რეგიონებში მდებარე ეკლესიებში დაესწრონ.

წელს, გასული წლის მსგავსად, რომის პაპი ფრანცისკე სააღდგომო მიმართვას წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე წარმოსთქვამს.

იტალიის მთავრობის განცხადებით, „ლოქდაუნის“ წესების დაცვაზე მეთვალყურეობის განხორციელების მიზნით ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელის მობილიზება მოხდა. იტალიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 3.6 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 110 328 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო:იტალიაში სააღდგომო პერიოდში 3-დღიანი მკაცრი „ლოქდაუნი“ ამოქმედდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა