პრეზიდენტი - მგონი, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც დღეს არ გლოვობს, ანზორ ერქომაიშვილი გამაერთიანებელი იყო

მგონი, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც დღეს არ გლოვობს, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უყვარდა და პატივს არ სცემდა ანზორ ერქომაიშვილს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

პრეზიდენტის თქმით, ანზორ ერქომაიშვილი გამაერთიანებელი იყო.

„ანზორ ერქომაიშვილზე ბევრი რამე ითქვა და ბევრი რამე ითქმება, მე არ გავიმეორებ, არც პატრიარქის და არც მეუფე შიოს სიტყვებს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანი იყო გამაერთიანებელი. დღეს თუ უყურებდით, ვინ შემოვიდა ტაძარში, შემოვიდა მთელი საზოგადოება, მთელი საქართველო, დიდი, პატარა, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები იყვნენ, ეს არის ის ძალიან დიდი მაგალითი, რაც ანზორ ერქომაიშვილმა დაგვიტოვა. მგონი, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც დღეს არ გლოვობს, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უყვარდა და პატივს არ სცემდა ანზორ ერქომაიშვილს“,- აცხადებს პრეზიდენტი.

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი