ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - ახლა პანდემიის მესამე ტალღის შუაში ვიმყოფებით, მომავალ კვირებში საჭირო იქნება შემდგომი მკაცრი შეზღუდვების დაწესება

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, მზად იყვნენ იმისთვის, რომ პანდემიასთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვები ქვეყანაში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდეს.

„ახლა პანდემიის მესამე ტალღის შუაში ვიმყოფებით. მის გადასალახად საჭიროა ყველა ჩვენგანის ძალისხმევა. მომავალ კვირებში საჭირო იქნება შემდგომი მკაცრი შეზღუდვების დაწესება,“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პანდემიის დასამარცხებლად ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა იყო შეცდომებიც, როგორც ვაქცინაციის, ასევე ტესტირების დროს.

ამასთან, პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიაში ჩაერთონ.

"ყველას ვენდობი - ხაზს ვუსვამ: გერმანიაში დამტკიცებულ ყველა ვაქცინას. ვაქცინაცია ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია პანდემიიდან თავის დასაღწევად - გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა!" - აღნიშნა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა