უკრაინაში კორონავირუსის 20 341 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია

უკრაინაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 20 341 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულებს შორის 809 ბავშვი და ჯანდაცვის 473 მუშაკია.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში 5 186 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 396 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყების დროიდან უკრაინაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 1 731 971 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 34 075 და გამოჯანმრთელებულია 1 342 536 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო:უკრაინაში კორონავირუსის 20 341 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო