მიხეილ ჩხენკელი გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს კლასიკოსის, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედის გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას უსამძიმრებს.

როგორც ჩხენკელი აღნიშნავს, გურამ დოჩანაშვილის სახით ქართულმა მწერლობამ დაკარგა შემოქმედი, რომელიც გამორჩეული იყო თავისი მოკრძალებით.

„სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა და თავისუფლებისკენ სწრაფვა, გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების ამოსავალი წერტილი იყო. მან მთელი ეპოქა შექმნა, რომელსაც მსოფლიო მოჰყავს განცვიფრებაში. გურამ დოჩანაშვილის სახით ქართულმა მწერლობამ დაკარგა შემოქმედი, რომელიც გამორჩეული იყო თავისი მოკრძალებით.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს”,- აცხადებს ჩხენკელი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა