საფრანგეთი ირანს მოუწოდებს, აშშ-სთან არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს კონსტრუქციული პოზიცია გამოიჩინოს

საფრანგეთი ირანს მოუწოდებს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებთან არაპირდაპირი მოლაპარაკებისას კონსტრუქციული პოზიცია გამოიჩინოს.

„ირანს მოვუწოდე გამოიჩინოს კონსტრუქციულობა დისკუსიების დროს, რომლის მიზანია, უახლოეს კვირებში განისაზღვროს ნაბიჯები, რაც საჭიროა ბირთვული შეთანხმების სრული დაცვისთვის,“- განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა.

შეგახსენებთ, ირანმა და შეერთებულმა შტატებმა პარასკევს განაცხადეს, რომ ისინი მომავალი კვირის სამშაბათს ვენაში არაპირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ, რომლის მიზანი 2015 წელს ირანსა და ექვს ქვეყანას შორის (გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი) გაფორმებული ბირთვული შეთანხმების განახლებაა. 2018 წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელშეკრულება დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა. ამ ნაბიჯის შემდეგ თეირანმა ხელშეკრულების პირობების დარღვევა დაიწყო.

აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ხელშეკრულების განახლების სურვილი აქვს, თუმცა ვაშინგტონსა და თეირანს უთანხმოება აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ირანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები უნდა შეასრულოს, თეირანი კი პასუხობს, რომ პირველ რიგში აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა გააუქმოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა