ნიკა მელია - თუ უნდათ მოახდინონ ამნისტიის ინიცირება, ნიკა გვარამიაც უნდა შეიყვანონ, ვატო წერეთლის მამაც, ბადრი ჯაფარიძეც და მამუკა ხაზარაძეც

თუ უნდათ, მოახდინონ ამნისტიის ინიცირება, ნუ დაარქმევენ 20 ივნისს, მეტიც, აქ ნიკა გვარამიაც უნდა შეიყვანონ, ვატო წერეთლის მამაც, ბადრი ჯაფარიძეც და მამუკა ხაზარაძეც. მე გამომიშვებენ, მერე მათ დაიჭერენ, მათი გაპროტესტების პროცესში, ისევ დამიჭერენ“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

ნიკა მელიამ მედიატორის დოკუმენტზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მედიატორი პარტიებს 20 ივნისის საქმეზე პასუხისგებაში მიცემული ყველა პირის ამნისტიას სთავაზობდა.

„როგორც დამიჭირეს, კეთილი ინებონ და ისე გააღონ კარი. ყველა სხვა დანარჩენ პუნქტზე შეთანხმდნენ, მე ხელის შემშლელი ფაქტორი არ ვიქნები. ჩემი ნაწილი ბოლოსთვის შემოინახონ, ჩემით კი არ დაიწყონ, ბოლო იყოს. ჯერ არჩევნები, სასამართლო, ძალაუფლების გაყოფა, ჩემი იყოს ბოლო. ჩემი ბრძოლა ბრძოლისთვის არ არის, მე ვარ ბრძოლაში, რომელიც მიზნისთვისაა, ჩემს მთავარ მიზანში თავისუფლებას არ გავცვლი, როგორ უნდა ჩავხედო იმ ადამიანებს, 20 ივნისს ერთი თვალი რომ დაუტოვეს?! მე უნდა დავინახო ციხიდან გამოსული გიორგი რურუა, ამის შემდეგ დაიწყონ ჩემზე საუბარი. მე ხელისშემშლელი ფაქტორი შეთანხმებაზე არ ვიქნები. ჩემით ნურავინ ნუ ივაჭრებს, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“. საბოლოო სიტყვა რადგან ჩემს გათავისუფლებას ეხება, შეუძლებელია, მე, 20 ივნისის თარიღთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი ისტორია გავაყალბებინო, იმიტომ რომ უბრალოდ გამოვიდე ქუჩაში და დავბოდიალობდე. მაკო გომური რომ შემხვდება და გიორგი სულაშვილს რომ დავინახავ, მეორე მხარეს გადავიდე?! გამორიცხულია! თუ უნდათ, მოახდინონ ამნისტიის ინიცირება, 20 ივნისს ნუ დაარქმევენ, მეტიც, აქ ნიკა გვარამიაც უნდა შეიყვანონ, ვატო წერეთლის მამაც, ბადრი ჯაფარიძეც და მამუკა ხაზარაძეც. დავუშვათ, მე გამომიშვებენ, მერე მათ დაიჭერენ და მათი გაპროტესტების პროცესში, ისევ დამიჭერენ. ეს დევნა უნდა შეწყდეს. ჩემზე კომპრომისი არ გაკეთდება“,-აცხადბს მელია.

შეგახსნებთ, რომ მედიატორ კრისტიან დანიელსონი პარტიებს 20 ივნისის საქმეზე პასუხისგებაში მიცემული ყველა პირის ამნისტიას სთავაზობდა. როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გასაჯაროვებულ დოკუმენტშია ნათქვამი, დოკუმენტზე ხელის მოწერით პარტიები ვალდებულებას იღებდნენ ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება მოეხდინათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა