ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო აგრძელებს აქტიური წვლილის შეტანას ნატო-ს საქმიანობაში, რათა დავამტკიცოთ, რომ მტკიცედ გვაქვს განზრახული ალიანსის სრულფასოვანი წევრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების 72 წლისთავს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დემოკრატიის პრინციპებზე დაყრდნობით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და თავისუფლების დაცვა უკვე 7 ათეულზე მეტი წლის განმავლობაში.

"დღეს აღვნიშნავთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 72-ე წლისთავს.

დემოკრატიის პრინციპებზე დაყრდნობით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და თავისუფლების დაცვა უკვე 7 ათეულზე მეტი წლის განმავლობაში.

საქართველო აგრძელებს აქტიური წვლილის შეტანას მის საქმიანობაში, რათა დავამტკიცოთ, რომ მტკიცედ გვაქვს განზრახული ალიანსის სრულფასოვანი წევრობა", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა