მეუფე სტეფანემ არქიმანდრიტი ათინოგენი ​სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, რამდენიმე სასულიერო პირს კი მღვდელმსახურება აუკრძალა

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, დღეიდან არქიმანდრიტ ათინოგენს მონაზონი ეწოდება. გარდა ამისა, რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურება აეკრძალება.

მეუფის თქმით, აღნიშნული სასულიერო პირები მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებდნენ.

"ბრძანება N 6, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილებისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისთვის, განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. ამიერიდან მას აღარ ეწოდება არქიმანდრიტი ათინოგენი, არამედ მონაზონი ათინოგენი მდივანი.

ამავე დანაშაულებებისთვის აეკრძალოს მღვდელმსახურება იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელს მირიან (მესხაძე), მღვდელმონაზონ ლუკას ( იბრაგიმოვი ), დიაკონ ანანია (კალანდიას) საჯაროდ გამოთქმული სინანული შეიძლება იქცეს მათთვის მღვდელმოქმედების უფლებების დაბრუნებისა. ხოლო რაც შეეხება მონაზონ ათინოგენს მისთვის მღვდელმოქმედების დაბრუნება ამიერიდან შეუძლებელია. თუმცა უფლება აქვს მოინანიოს თავისი ცოდვები და ეზიაროს. ბრძანება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე",- განაცხადა მეუფემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა